ცხადდება კონკურსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 2 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, თსუ I კორპუსის 208-ე ოთახში.
განაცხადთან ერთად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. საბანკო ანგარიშის ამონაწერი;
3. შესაბამისი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში).
პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება ა.წ. 12 დეკემბერს. აპელაციის შემოტანა შესაძლებელია ელექტრონულად 13 დეკემბერს, 14:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე stiphumanities@tsu.ge
კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები!
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!
პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!